четверг, 29 марта 2012 г.

რა არის სიმამაცე?(ნაწყვეტი უცნობი ბიჭის დღიურიდან)

წინგში "გამოცდილია ცაში" ბევრი რამაა დამაფიქრებელი.აი მაგალითად, რა არის სიმამაცე?ამდენ ხანს მე მიმაჩნდა, რომ როცა ადამიანი თავს წირავს,ის უკვე მამაცია,ღირსია პატივის ცემისა.ან მოხვდა რაღაც განსაკუტრებულ პირობებში,ვთქვათ,ხანძარში,და გაბედა მესამე სართულიდან გადმოხტომა.
ახლა ვხვდები,რომ მთლად ასე არაა საქმე.
ვთქვათ,ქურდი,რომელსაც მესამე სართულზე შეუსწრეს,წირავს თავს და ხტება,რომ თავს უშველოს.მამაცია?ღირსია თაყვანის ცემისა?არა,პირიქით,ის მშიშარაა, სუსტი ნებისყოფისაა და, რაც მთავარია, არა აქვს არჩევნის საშუალება.

1 комментарий: