суббота, 21 апреля 2012 г.

სიცოცოხლე წარმოშობა დედამიწაზე!


დაახლოებით, 3800 მილიონი წლის წინათ ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება დაუკავშირდა ერთმანეთს და წარმოქმნა რთული ნაერთები, რომრლთაც გააჩნდათ თვით წარმოქმნის უნარი. ეს იყო სიცოცხლის დასაწყისი დედამიწაზე.
დღემდე, საიდუმლოდ რჩება, თუ როგორ წარმოიშვა დედამიწაზე სიცოცხლე. მას შემდეგ რაც ჩარლზ დარვინმა აღცერამცენარეებსა და ცხოველებში მიმდინარე ევოლუციის პროცესი, მეცნიერებმა მიიჩნიეს, რომ სიცოცხლის ყველა ფორმა გაივლის განვითარების ხანგრძლივ გზას.
ყოველ ახალ თაობაში ხდება ხელსაყრელი ნიშან-თვისებების შენარჩუნება, არახელსაყრელის უკუგდება და ახალი შესაძლებლობების გამოცდა. ერთ საწყის ფორმას შეუძლია მოგვცეს რამდენიმე ახალი ფორმა და შემდეგ გადაშენდეს, ან გადარჩეს საწყისი ფორმით, რომლითაც სრულყოფილადაა შეგუებული (მორგებული) საკუთარ ნიშას სისტემაში, ხოლო მისი შთამომავლები განვითარდნენ სხვა ნიშაში.აღწერილი პროცესების შედეგად, ყალიბდება ურთიერთდამოკიდებულების რთული ქსელი, რომელიც დედამიწაზე დღეს არსებული ყველა ცოცხალ ორგანიზმს აკავშირებს თავის საწყის, მშობლისეულ ფორმასთან, რომელიც უკვე გადაშენდა. ბევრი ასეთი გადაშენებული ორგანიზმის უძველესი ნაშთი შემორჩენილია ნამახების სახით.
  • ნამარხი (ფოსულური) ნაშთები შეიძლება ვნახოთ დანალექ ქანებში, რომელთა ასაკის დადგენ თანამედროვე რადიოაქტიური მეთოდით ხდება. ეს საშვალებას აძლევს მეცნიერს, დაახლოებით, აღადგინონ დედამიწაზე არსებობის უხეში სურათი ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე.ქანებში აღმოჩენილი ნამარხების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თანამედროვე და გადაშენებულ ორგანიზმებს შორის დამოკიდებულების ქსელს ხის ფორმა აქვს, რომელსაც დროთა დანმავლობაში ახალ-ახალი ტოტები ემატება. ბევრი ტოტი სუსტდება და კვდება - მაგალითად, დინოზავრები - მაგრამ ამავდროულად ახალი ტოტები ვითარდება. თუ გავყვებით ნებისმიერი ტოტის განვითარების გზას უკან, საბოლოოდ, მივაღწევთ ერთ მთავარ ღერომდე, რომელიც დედამიწაზე ოდესმე მცხოვრები ყველა ორგანიზმის წინაპარს, სიცოცხლის საწყისს განასახიერებს.


Комментариев нет:

Отправить комментарий